ტრენინგი თემაზე - არბიტრაჟის საკითხები

12 დეკემბერი 2018

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აცხადებს ადვოკატთა ტრენინგს არბიტრაჟის საკითხებზე. ტრენინგის მიზანია არბიტრაჟის აქტუალური საკითხების განხილვა დაინტერესებულ იურისტებთან, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის კანონში 2015 წელს შესული ცვლილებების მიმოხილვა. ყურადღება ასევე დაეთმობა როგორც საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენასა და მის აღსრულებას, ისე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების. ტრენინგის ფარგლებში მიმოხილული იქნება შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა.“

ტრენინგი ჩატარდება განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში და მას გაუძღვებიან ტრენერები: ლაშა არველაძე და სოფიო ტყემალაძე

ტრენინგი დაიწყება 19 დეკემბერს 11:00 საათზე, გაეროს სახლში. მისამართი : ერისთავის 9

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიყევით ბმულს: http://bit.do/arbitraji

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი